ამ წუთებში, ქუთაისში ადგილობრივი თვითმართველობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა, სრულად გადაკეტეს საავტომობილო მოძრაობა ადგილობრივი თვითმართველობის შენობასთან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს და გააგრძელოს ევროკავშირისკენ სწრაფვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მსვლელობისთვის ემზადებიან.