შეწყვეტს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს - გადაწყვეტილება მიღებულია

შეწყვეტს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს - გადაწყვეტილება მიღებულია

29-01-2022, 05:13 - 2022
607
       

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიამ მომავალი გეგმებიs, სტრატეგიისა და ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოიძეს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა გზას ირჩევს „ენმ“, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიაში შეთანხმდნენ, რომ ბრძოლა ყველა ფრონტზე უნდა გააგრძელონ. შეწყვეტს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს და შევა თუ არა პარლამენტში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს გაცხადდება. თუმცა პარტიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოიკოტს შეწყვეტენ.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა. მათ შორის ეს არ იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეხება არამარტო ფრაქციის, არამედ პარტიის სტრატეგიას. მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქციამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია“ მიიღო გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი სტრატეგია. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული პროცესი, სადაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, მეორე უნდა იყოს აქციები, აქტიურობა ყველა ფრონტზე, ყველა ველზე მუშაობა. ამ სტრატეგიის შესახებ ორშაბათს 12:00 საათზე მე თვითონ წარმოგიდგენთ ბრიფინგზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები