მოქალაქე: აქციიდან ორსული ქალის გაყვანას ვცდილობდი, სპეცრაზმი ორივეს გვირტყამდა

მოქალაქე: აქციიდან ორსული ქალის გაყვანას ვცდილობდი, სპეცრაზმი ორივეს გვირტყამდა

30-11-2024, 13:27 - 2024
509
       

„ჩემს წინ ბიჭი გარბოდა, საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. მოაგლიჯა ერთმა, გადახია, შეაგინა და - შენ ამ დროშის ღირსი ხარო? ადამიანი წაიქცა, ვეხვეწებოდით აგვაყენებინეთ-თქო და კაი, გამოიწიეთო, გვეგონა, უნდა აეყენებინათ და წიხლებით შესდგნენ. ჩემს გვერდით გოგო დააბრმავეს, ვეღარ ვხედავ ვერაფერსო, ორსული ვარ და დამეხმარეთ გამიყვანეთ აქედანო. მოვკიდე ხელი და როგორც შემეძლო, ვუყვიროდი - ორსულია და ნუ გვირტყამთ, გამაყვანინეთ-თქო. მაინც გვწიხლავდნენ და გვირტყამდნენ. ბოლოს ოპერასთან მათი ორი თანამშრომელი ამოგვიდგა, თვალებში ხო ხედავო? ოდნავ მეთქი და თავისიანებს უყვიროდნენ, ორსულია, ნუღარ ურტყავთ ამათო და ოპერის ჩასასვლელში გაგვიშვეს. მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახოთო. სასწრაფომ მხოლოდ ფიზიოლოგიური მოგვცა, მანქანაში შეშვებაზე ან ტერიტორიიდან გაყვანაზე უარი გვითხრეს. გველაპარაკნენ მტრულად“, - წერს მოქალაქე გიორგი ტერაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები