ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო სასწავლო პროცესი კიდევ ერთ უნივერსიტეტში ჩერდება.
განცხადება „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა“ გაავრცელა.
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.