მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოში“ შესაძლოა ფრანგი მწრთნელი და ლეგენდარული ფეხბურთელი ტიერი ანრი ვიხილოთ.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორცია აღნიშნულ თემაზე არ არის და ისიც უცნობია, თუ რა პოზიციაზე შეიძლება ვიხილოთ ფრანგი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი დაიბადა და გაიზარდა პარიზის გარეუბანში, ესონის დეპარტამენტის ქალაქ ლეს ულისში. ახალგაზრდობაში ის მრავალ ადგილობრივ გუნდში თამაშობდა და დიდ პოტენციალსაც აჩვენებდა. ის 1990 წელს „მონაკოს“ ყურადღების ქვეშ მოექცა და კონტრაქტიც მოკლე ხანში გაფორმდა. მისი პროფესიული დებიუტი 1994 წელს შედგა. კარგ ფორმაში ყოფნამ ანრის საფრანგეთის ნაკრებში გამოძახება გამოიწვია, ხოლო 1999 წლის ზამთარში, მან კონტრაქტი იტალიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ
„იუვენტუსთან“ გააფორმა. ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის წარუმატებელი სეზონის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში ანრი ლონდონის „არსენალში“ გადავიდა £10.5 მილიონად.
ანრიმ სწორედ „არსენალში“ დაიმკვიდრა მსოფლიო კლასის ფეხბურთელის სახელი. მიუხედავად იმისა რომ „პრემიერ ლიგაში“ ადაპტაცია გაუჭირდა, ფორმაში შევიდა და ნაყოფიერ თავდამსხმელად და მთავარ ბომბარდირად იქცა გუნდის თითქმის ყველა სეზონში. არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა ყველა ტურნირზე 226 გატანილი გოლით. ფეხბურთელს მოპოვებული აქვს „პრემიერ ლიგის“ ორი და ასოციაციის თასის სამი ტიტული; ასევე, ორჯერ იყო ნომინირებული „ფიფა“-ს წლის ფეხბურთელის წოდებაზე; ორჯერ დაიმსახურა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, ასევე სამჯერ მოიგო ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. „არსენალში“ გატარებული ბოლო ორი წელი ანრი გუნდის კაპიტნად თამაშობდა; მისი ლიდერობით კლუბი გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს. 2007 წლის ივნისში, „არსენალში“ გატარებული რვა წლის შემდეგ, მისი ტრანსფერი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ £16.1 მილიონად შედგა.
კატალონიელების რიგებში პირველი ჯილდო ანრიმ 2009 წელს მოიგო, როდესაც გუნდმა მოიპოვა ლა ლიგის, ესპანეთის თასისა, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს სუპერთასისა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულები. უეფა-ს წლის საუკეთესო გუნდში ანრი 5-ჯერ იყო დასახელებული.
2010 წელს ანრი „ნიუ იორკ რედ ბულსში“ გადავიდა, რომელიც აშშ-ის ლიგა MLS-ში თამაშობს. ამერიკულ გუნთან ერთად მოიგო აღმოსავლეთ კონფერენციის ტიტული 2010 წელს. 2012 წლის იანვარ-თებერვალში იჯარის წესით დაბრუნებული იყო „არსენალში“. 2014 წელს მან აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ანრი წარმატებული იყო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, რომელთან ერთადაც გაიმარჯვა 1998 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო 2000-ზე. 2007 წლის ოქტომბერში, მან მიშელ პლატინის გაუსწრო და რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. მისი მიღწევების გათვალისწინებით, ანრი ბევრის მიერ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა მიჩნეული.
მისმა ფეხბურთის სტილმა და ინდივიდუალობამ განაპირობა ის, რომ ანრი ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია; მას მონაწილეობა აქვს მიღებული „ნაიკის“, „რიბოკის“, „პეპსის“, „რენოს“ და „ჯილეტის“ სარეკლამო კამპანიებში.