საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ცნობისთვის, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.