კალაძე ევროკავშირის დელეგაციაზე: უსაქმურები არიან

კალაძე ევროკავშირის დელეგაციაზე: უსაქმურები არიან

11-11-2024, 14:46 - 2024
3 218
       

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა კახა კალაძემ ევროკავშირის დელეგაციიის წევრებს უსაქმურები უწოდა.
 
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და ვინ არიან. მათ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები