პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობიდან უსახლკაროები გამოასახლა

პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობიდან უსახლკაროები გამოასახლა

11-11-2024, 09:10 - 2024
2 686
       

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში თვითნებურად შეჭრილები გამოასახლეს.
 
უსახლკაროების თქმით, პროცესი ძალის გამოყენებით მიმდინარეობდა, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქალებზე ფიზიკურად იძალადეს.
 
მძიმე სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები დაბა ჩაქვში კვლავ რჩებიან, მათ ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი აქვთ პიკეტირებული. ამბობენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნებს თორნიკე რიჟვაძე არ მოისმენს პროტესტს არ შეწყვეტენ. უსახლკაროების თქმით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თითქოს  დაინტერესდნენ ადგილობრივების პრობლემებით, ინიშნავდნენ პერსონალურ ინფორმაციებს, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მათთან კონტაქტზე აღარავინ გამოდის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები