უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი ჯარის გადაადგილება შეინიშნება - ფოტოები

უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი ჯარის გადაადგილება შეინიშნება - ფოტოები

23-02-2022, 11:27 - 2022
892
       

კოსმოსური ტექნოლოგიების ამერიკულმა კომპანიამ Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა რამდენიმე სატელიტური სურათი, რაც უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი ჯარის გადაადგილებას აჩვენებს.

მათივე ცნობით, სატელიტური სურათებში ჩანს, რომ რუსეთის ახალი ჯარები და აღჭურვილობა განლაგებულია უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, დასავლეთ რუსეთში და 100-ზე მეტი მანქანა შეინიშნება ასევე სამხრეთ ბელარუსში.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი და ბელორუსია ბოლო დღეებში ბელორუსის მიწაზე მასობრივ წვრთნებს ატარებენ. სურათებთან დაკავშირებით არც ერთს არ გაუკეთებია კომენტარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები