„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბოკუჩავა პროკურატურაში თუ ისიც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვს გამოკითხვას.