საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თეთრიწყაროს სასამართლოში არჩევნების ფარულობის დარღვევაზე დავა მოიგო.
მოსამართლის განჩინებით, წალკისა და თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტებში 30 უბანზე ხმები ბათილად გამოცხადდა.
მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო ბიულეტინზე ხმის ფარულობა დაცული არ იყო.
შეგახსენებთ, რომ წალკაში „ქართულმა ოცნებამ“, ცესკოს ინფორმაციით, 71.55%, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 66.937% აიღო.