საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
ის საზოგადოებაში იმ უკმაყოფილებას გამოეხმაურა, რაც მის პრეზენტაციას მოჰყვა.
„მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.
როგორც სჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და არჩევნების გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში პრეზენტაცია გამართა და საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე წარადგინა.