ემანუელ მაკრონი მაია სანდუს: დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევაზე გაიმარჯვა

ემანუელ მაკრონი მაია სანდუს: დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევაზე გაიმარჯვა

4-11-2024, 08:53 - 2024
1 553
       

„მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მივულოცო, დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
 
მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე.
 
შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.
 
პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიეუმ კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევა ხდებოდა, რომელსაც „შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი“ ჰქონდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები