სალომე ზურაბიშვილი: მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა

სალომე ზურაბიშვილი: მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა

4-11-2024, 08:50 - 2024
1 498
       

„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
 
„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“:  რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა.  
ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ - წერს პრეზიდენტი.
 
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები