საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმა მოიშუშა, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო და უკვე რამდენიმე წუთიც ითამაშა თავის კლუბში.
როგორც გამოცემა Globo იტყობინება, ნეიმარი წელს არ გამოჩნდება ბრაზილიის ნაკრებში. ფორვარდის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას მომავალი წლის მარტში ელოდებიან.
თავად ფეხბურთელმა და ბრაზილიის ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მას უკეთ აღდგენა და ფიზიკურად მომძლავრება სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ნეიმარი მზად ეროვნულ გუნდში დაბრუნებისთვის.