დონბასში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

დონბასში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

23-02-2022, 10:48 - 2022
769
       

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებით, 22 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 96 დარღვევა დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, 81 შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მძიმე იარაღი გამოიყენეს, რაც მინსკის შეთანხმებით აკრძალულია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვის შედეგად, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა ან დაშავდა. 

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, შტაბის ცნობით, 23 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 15-ჯერ დარღვევა, მათგან 14 მძიმე იარაღის გამოყენებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები