„ბარსელონამ“ ფერმინ ლოპესთან კონტრაქტი გააგრძელა

„ბარსელონამ“ ფერმინ ლოპესთან კონტრაქტი გააგრძელა

31-10-2024, 23:20 - 2024
5 621
       

„ბარსელონამ“ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს კონტრაქტი გაუგრძელა.
 
21 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაწერილია 500 მილიონი ევრო.
 
ამის შესახება იტყობინება „ბარსელონას“ პრესსამსახური.
 
ფერმინ ლოპესმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
 
ლოპესი 2024 წელს ევრო 2024-ისა და პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები