შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

30-10-2024, 21:15 - 2024
1 000
       

„ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
 
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციაა ის, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“ უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.
 
„დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“ უნდა შეაფასოს, იმისთვის, რომ ის შემდგარად ჩაითვალოს.
 
სხვათა შორის, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.
 
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.
 
ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას "თავისუფალ და სამართლიან" არჩევნებად არ შეუფასებია.
 
ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
 
ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
 
„ქართული ოცნების“ 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები