ბადრი ჯაფარიძე: არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და მიტაცებულია

ბადრი ჯაფარიძე: არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, ის სრულად გაყალბებული და მიტაცებულია

30-10-2024, 11:36 - 2024
475
       

„აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს“, - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
 
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ განცხადება ნათელყოფს, რომ ეს არჩევნები და შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმურად ცნობილი, რადგანაც, მისი თქმითვე, არჩევნები სრულად გაყალბებული და მიტაცებულია.
 
„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი. პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს, ამ გაყალბებული პროცესის გამოძიებას, ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის გამჭვირვალედ შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნას - გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს, დავინახავთ, რომ ათობით ათასი ადამიანის მაგივრად, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ გამყალბებლებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები