მეზვრიშვილი: ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია

მეზვრიშვილი: ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია

28-10-2024, 16:04 - 2024
554
       

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები კონსულტაციებს მართავენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, იქამდე კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ დღეს, საღამოს 7 საათზე პარლამენტთან და დაანახონ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არ აღიარებენ გაყალბებული არჩევნების შედეგებს.
 
პრეზიდენტის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები.
 
„კატეგორიულად მიუღებელია ეს „კი“ ან „არა“ ტონი და ფეხების ბაკუნი ზოგიერთი ბიძინას ფეიროლზე მსხდომი და ზოგიც სასარგებლო იდიოტი ხალხისგან. ამ ისტერიკამ ბევრჯერ გააკეთა „ოცნების“ საქმე და ხალხსაც ყელში აქვს ამოსული. ესაა პოლიტიკური პროცესი და არა საბავშვო ბაღი. ხალხს ნუ ზაფრავთ და დაბნეულობა ნუ შეგაქვთ.
ეს არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას!
ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია!
უპირველესი ამოცანა გვაქვს მტკიცებულებებით დავამტკიცოთ ამ არჩევნების გაყალბება. დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მივიყვანთ ბოლომდე!
დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით!
ამიტომ, ემოციები დაიცხრეთ და ნუ მავნებლობთ. ჩახსნილი, მერე აღდგენილი, მერე ისევ ჩახსნილი სიები; პარლამენტში შესული, გამოსული, მერე ისევ შესული ხალხი ბევრი გვინახავს. უახლოეს წარსულს მაინც გადავხედოთ“, - წერს მეზვრიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები