ირაკლი კობახიძე: დარღვევები ყველგან ხდება

ირაკლი კობახიძე: დარღვევები ყველგან ხდება

28-10-2024, 01:33 - 2024
736
       

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-სთან ინტერვიუში არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
 
„დარღვევები ყველგან ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ არჩევნების დღეს, ან მანამდე მომხდარი ეს დარღვევები, მაგრამ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს“, - აღნიშნა კობახიძემ.
 
კობახიძემ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი 2016, 2020 და 2021 წლებშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
 
„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, მათ უნდა უთხრან მხარდამჭერებს, რომ ან ატყუებდნენ, ან ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა“, - აღნიშნა კობახიძემ.
 
მისი თქმით, საქართველოში არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა პირველად გამოიყენეს და რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები