თინა ბოკუჩავა: ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას, იდგება რუსთაველზე

თინა ბოკუჩავა: ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას, იდგება რუსთაველზე

28-10-2024, 01:03 - 2024
455
       

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა საზოგადოების წინაშე, ის არ აღიარებს საარჩევნო შედეგს“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით.
 
მისი თქმით, ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტია, ამგვარი განცხადება მნიშვნელოვანია.
 
„ჩვენ ამგვარი განცხადება გუშინ გავაკეთეთ, ისევე როგორც სხვა კოალიციებმა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიტაცებაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, ღიად აცხადებს, რომ არჩევნების მიღება ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფასა და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ქვეყნის გარუსება მოხდა - რუსიფიკაცია, ეს მნიშვნელოვანი განაცხადია.
 
ხვალინდელი აქციისკენ მოწოდებაც მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და რეალურად ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს, იდგება რუსთაველზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები