„კიევმა თავად თქვას უარი NATO-ზე“, - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზა მხოლოდ ეს იქნებოდა.
„ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზა იქნებოდა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ჩვენი კოლეგები არ კარგავდნენ იმას, რასაც სახეს უწოდებენ, რათა კიევის დღევანდელმა ხელისუფლებამ თავად თქვას უარი NATO-ში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.