ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული მმართველობა დაამარცხა

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული მმართველობა დაამარცხა

26-10-2024, 22:08 - 2024
331
       

„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა“, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები.


მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იყოჩაღა.

„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა. რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“, - განაცხადა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები