რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები იმ საზღვრებში აღიარა, რა საზღვრებიც მათ თავიანთ დე-ფაქტო კონსტიტუციებში აქვთ გაწერილი.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რა საზღვრებში ვაღიარებთ ამ რესპუბლიკებს? ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ მათი ყველა ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუციაც.
კონსტიტუციაში კი გაწერილია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრები იმ ფარგლებში, რაც მათ ჰქონდათ უკრაინის ნაწილად ყოფნის დროს.
თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა სადაო კითხვა გადაიჭრება კიევის დღევანდელ ხელისუფლებასა და ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.