მედვედევი - ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ

მედვედევი - ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2 000 ევროს გადახდა მოუწევთ

22-02-2022, 19:23 - 2022
1 091
       

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გერმანიის მიერ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის შეჩერებას გამოეხმაურა. 

მედვედევის თქმით, მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ.

„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერების ორდერი გამოსცა. 

რას ვიზამთ. მოგესალმებით ახალ მსოფლიოში, რომელშიც მალე ევროპელებს ათასი კუბური მეტრი გაზისთვის 2000 ევროს გადახდა მოუწევთ“, - წერს მედვედევი.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები