ისრაელში საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, რამადგანის საარჩევნო უბანზე პრობლემა არ არის და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები მუშაობას დაიწყებს და გაიხსნება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით - დილის 8:00 საათიდან. რაც შეეხება ისრაელს, სადაც უბანი გახსნილია...
ჩვენი ინფორმაციით, რამადგანის [ისრაელი] საარჩევნო უბანზე პრობლემა არ არის, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დამატებით მე კიდევ ერთხელ გადავამოწმებ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა იოსელიანმა.