ISFED: დაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა - თანხის ოდენობა იყო 100 ლარი

ISFED: დაფიქსირდა მოსყიდვის 3 შემთხვევა - თანხის ოდენობა იყო 100 ლარი

26-10-2024, 11:00 - 2024
185
       

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ პირველი დარღვევები დააფიქსირა.
 
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იყო უბნების გახსნის დაგვიანების შემთხვევებიც, ასევე შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება და ფიქსირდება ფულის გადაცემაც:  
 
„სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მერ მოწოდებული ინფორმაციით საარჩევნო უბნების დაახლოებით 75% იყო მზად 8 საათზე კენჭისყრის დასაწყებად და მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბანი  გაიხსნა. მარნეულში დაფიქსირდა შემთხვევა  როდესაც უბანი გაიხსნა 9-ის ნახევარზე“, - აღნიშნა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ.
 
მისივე თქმით, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მათი ორგანიზაციის დამკვირვებლები უბნებზე არ დაუშვეს და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც  გამოაძევეს დამკვირვებლები.
 
ISFED-მა სამ უბანზე მოსყიდვის შემთხვევებიც დააფიქსირა:
 
„საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ და ამ ეტაპისთვის გვაქვს მოსყიდვის 3 შემთხვევა - ტყიბულის პირველი, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მესამე უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი“, - განაცხადა დოლიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები