„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების წაგებასთან შეგუება მოუწევს.
ბოკუჩავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილს არჩევნების შედეგების უარყოფის მცდელობა ექნება, ეს მისთვის სანქცირების ტოლფასი იქნება და ამისგან ოლიგარქს ვეღარვინ დაიცავს.
„პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილმა რომ არ აღიაროს წაგება და ა.შ. და რატომ? იმიტომ, რომ ის არის უკიდურესად მოწყვლადი, იმიტომ, რომ როგორც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მისი აქტივები არის დასავლეთში და აშშ-მ კონკრეტულად გლობალურ მაგნიცკის აქტის გამოყენებით, რატომ დაასანქცირა ხარაზიშვილი და მისი მოადგილე? იმიტომ, რომ ეს იყო პირდაპირი გზავნილი ივანიშვილისთვის. თუ აშშ განიზრახავს, რომ დაასანქციროს ივანიშვილი და ასეც მოხდება აუცილებლად თუ ივანიშვილმა გაბედა და თუნდაც ექნება მცდელობა, რომ არ შეეგუოს წაგებას, ვერავინ დაიცავს ივანიშვილს და შემდგომ მთლიანად ჩვენს ფინანსურ სისტემას“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.