„ქვეყანას მაშინაც ის მართავდა, მის რეზიდენციაში კვირაში ორჯერ-სამჯერ ვიყავი“ | ბაჩიაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლაზე

„ქვეყანას მაშინაც ის მართავდა, მის რეზიდენციაში კვირაში ორჯერ-სამჯერ ვიყავი“ | ბაჩიაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლაზე

25-10-2024, 23:22 - 2024
312
       

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძისთვის მიცემული ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველად ჰყვება, რა ხდებოდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად გადიოდა.
 
ის ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება საბოლოოდ, მაინც ივანიშვილთან თანხმდებოდა: „როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. (ივანიშვილთან) ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები“.
 
ბაჩიაშვილის თქმით, ასეთი პრაქტიკა ახლაც არსებობს - ივანიშვილი მართავს პროკურატურასაც და მოსამართლეებსაც.
 
„როცა პოლიტიკიდან გადიოდა, არაფერი იცვლებოდა. ისევ ისე დადიოდნენ პრემიერები, მინისტრები, პროკურორები. მე კვირაში ორ-სამჯერ მის რეზიდენციაში ვიყავი. იყო პოლიტიკაში თუ არ იყო, არაფერი იცვლებოდა“, - აცხადებს ბაჩიაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები