გიორგი გახარია პოლიციას: ემსახურეთ ხალხს და არა პარტიულ ბოსებს

გიორგი გახარია პოლიციას: ემსახურეთ ხალხს და არა პარტიულ ბოსებს

24-10-2024, 21:25 - 2024
486
       

გიორგი გახარია სამართალდამცველებს მიმართავს და მოუწოდებს, შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.


მისი თქმით, პოლიცია უნდა ემსახურონ ხალხსა და ქვეყანას და არა პარტიულ ბოსებს.

„თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნებია რამდენიმე დღეში. მე არასოდეს არ ვიკადრებ მოგიწოდოთ - ხმა მისცეთ ერთ, მეორე, ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით, მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს სახელმწიფოს დაცვა“, - აღნიშნა გახარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები