ფინანსური პოლიცია ამერიკული კომპანიის, „კონცეტრიქსიშიც“ შევიდა, რომელიც „ვაკე პლაზაშიც“ მდებარეობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომპანიის ოფისში დილის 9 საათზე შევიდნენ.
როგორც „კონცეტრიქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათი კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მომსახურებას უწებს ხარისხის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიების საკითხში.
კომპანიის თანამშრომელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაუგებრობაა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს კომპანიის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით.
მათი თქმით, კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვთ ქოლცენტრებთან.