მეუფე ზენონი: ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი

მეუფე ზენონი: ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი

23-10-2024, 19:55 - 2024
485
       

„ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი“, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონ იარაჯული აცხადებს.
 
„დანამდვილებით, ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი. ეს იყო რუსეთის თავდასხმა, რომელიც გრძელდება ხანგრძლივ დროში საქართველოს სახელმწიფოზე“, - ამბობს მეუფე ზენონი
 
მისივე თქმით, განცხადებები, რომლის შინაარსი და პათოსი რუსეთის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულებაა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
 
„ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობა ნამდვილად გრძელვადიანი პერსპექტივით და ეს არის ევროპა“, - ამბობს ზენონ იარაჯული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები