ბიძინა ივანიშვილი: შემოგვთავაზეს რუსეთთან პარტიზანული ომი დაგვეწყო

ბიძინა ივანიშვილი: შემოგვთავაზეს რუსეთთან პარტიზანული ომი დაგვეწყო

22-10-2024, 11:39 - 2024
579
       

„გარწმუნებთ, რომ თუნდაც ის, რომ ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის სანქციებს უნდა შევუერთდეთ, ოპოზიციის ნაწილი ბედავდა ამის თქმას, ნაწილი ვერ ბედავდა, კაბინეტებში ამაზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
 
ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოუყვა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა, „3-4 დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება“ შესთავაზა, რადგან „3 მილიონი ქართველის ამოხოცვას რუსეთი რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებდა“.
 
„რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა - კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო, 3-4 დღე ალბათო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი ეს იყო რეალობა.
 
გუნდი გამყარდა, გამკაცრდა, გააგრესიულდა - „ქართული ოცნება“ მაქვს მხედველობაში, გუნდმა ეს იცოდა უფრო ადრე, ვიდრე საზოგადოებამ, როდესაც დამატებითი ინფორმაციაც მივაწოდეთ საზოგადოებას რა ხდებოდა კაბინეტებში, რამდენად დიდი იყო სურვილი და იმ ფონზე, რომ ნატოში ჩვენ არავინ არ მიგვიღო და არ მიგვიღეს ამ მიზეზით. კიდევ შევახსენებ საზოგადოებას, როგორი განცხადებები კეთდება დღეს დასავლეთიდან, ოღონდ, არცერთ შემთხვევაში ნატოს ომი არ უნდა დავუშვათ რუსეთთან, აი ამიტომაც დაგვტოვეს ჩვენ გარეთ და უკრაინაც, გვაომეს და კიდევ უნდათ გვაომონ, ამისთვის ვიყავით ჩვენ გამზადებული და ამისთვის გვამზადებდნენ და იმ ფონზე, რომ ეს ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აქედან უფრო სახიფათოა ის ორი პარტია - „ლელო“ და „გახარია“ , რომლებმაც მშვენივრად იციან უკვე, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი წევრები და ლიდერი, სტუდენტობიდან მოყოლებული გარეთ ისწავლეს და იქიდან დაიწყეს მომსახურება, მონად გადაქცევა და სხვისი სურვილების ასრულება, და ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ რა უნდოდათ მათგან, ვთქვათ დაეხმარნენ რევოლუციის მოწყობაში 2003 წელს, კიდევ რაღაცებში და ეგონათ, რომ ასე მარტივად იქნებოდა 2008 წლის ომი მათ გააზრებული, ჩემი აზრით, არ ჰქონდათ მათ კარგად, როდესაც ხელს აწერდნენ სხვის მსახურებაზე, მაგრამ ამ ორ ძალას მშვენივრად, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, ერთსაც და მეორესაც რას ითხოვენ მათგან“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები