გვიან ღამით თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

გვიან ღამით თბილისში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

21-10-2024, 13:42 - 2024
916
       

გასულ ღამეს თავს დაესხნენ ტრანსგენდერ ქალს - ნატა ტალიკიშვილს.
 
მას უცნობმა პირმა თავში აგური ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტალიკიშვილი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა.
 
შემთხვევა ორთაჭალის ავტოსადგურთან მოხდა. შსს -ს ინფორმაციით გამოძიება 126 -ე ძალადობის მუხლით დაიწყო.  ჩვენი ინფორმაციით კი, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები