პრეზიდენტი: ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა

პრეზიდენტი: ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა

16-10-2024, 23:18 - 2024
1 148
       

„[საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს, რაც უფრო მჭიდრო გახდა.

„შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა…

საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება, როდესაც საქართველო იზოლირებულია მისი პარტნიორებისგან, როდესაც ის მარტოა, დაყოფილია და სუსტია. ამისთვის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები