ცუცქირიძე: სუს-ი მთავრობის სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში

ცუცქირიძე: სუს-ი მთავრობის სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში

16-10-2024, 19:29 - 2024
989
       

„სუს-იც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებიც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა მუშაობდნენ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს - მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ“, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მათ შორის, უსაფრთხოების ინსტიტუტები მიისაკუთრა“.

„[რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს რამეს თავად სუს-ი], არ ვიცი, ვინ რას აპირებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მარტივია მანიპულაციის გარჩევა რეალობისგან. თუ ამ ქვეყნისათვის რაიმე რეალური საფრთხე არსებობს, სუს-მაც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებმაც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა იმუშაონ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს. მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ მათ.

მათგან მოულოდნელი არაფერია. ვიცით, რომ ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ ხოლმე. ამიტომ, არ გამიკვირდება, რომ რამეს აპირებდნენ. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სუს-იც და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში და არა მთავრობის სამსახურში. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ სახელმწიფო წაგვართვა, მიისაკუთრა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ინსტიტუტები. ამ არჩევნებზე ისინი სახელმწიფოს სამსახურში უნდა დავაბრუნოთ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები