ქემოკლიძე „ოცნებაზე“: ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის

ქემოკლიძე „ოცნებაზე“: ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის

15-10-2024, 22:14 - 2024
374
       

„განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის“, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი“.


კახა ქემოკლიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას იყენებდა, როგორც კარგ და ეფექტიან ხელმძღვანელს.

„წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს რას ლაპარაკობენ იმიტომ, რომ მათ ენას ძვალი არ აქვს. რა გახარიას ხარკი გადაიხადეს? ბიზნესომბუდსმენი დააწინაურეს ეკონომიკის მინისტრად, ეკონომიკის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრად, წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს პრემიერად. რა იყო ამდენი გადასახდელი ხარკად, რომ თურმე ეს კაცი 6 მსხვილ თანამდებობაზე დაუწინაურებიათ. სიმართლე არის ძალიან მარტივი, როდესაც ხარ წარმატებული და როდესაც იყავი საქმის გამკეთებელი, ამას რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ. ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ გახარიას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ, არა, უბრალოდ, მას იყენებდნენ როგორც კარგ, ეფექტიან ხელმძღვანელს. მე გიდასტურებთ, რომ ის კარგი და ეფექტიანი ხელმძღვანელი იყო.

2020 წელს, კოვიდკრიზისის დროს, როდესაც სრულიად „ქართული ოცნება“ სოროებში დაიმალა, ბატონ ივანიშვილიანად სხვათა შორის, ამის ფიზიკური მომსწრე ვიყავი, ყველანი გაუჩინარდნენ უცბად იმიტომ, რომ პლანეტარულ დონეზე არავინ იცოდა რა ტიპის საფრთხესთან ჰქონდა საქმე, მაშინ მიხვდნენ, რომ გახარია რომ არ გვყოლოდა, ალბათ, ჩამოვიქცეოდით. როდესაც დამენეჯმენტდა რთული პროცესი მერე დაიწყეს სოროებიდან გამოსვლა. ცდილობდნენ წარმატებულ მენეჯმენტს, როგორც მიმავალ მატარებელს შეხტომოდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები