თბილისში ერთმანეთს სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში ერთმანეთს სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

15-10-2024, 17:54 - 2024
654
       

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში.

თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები