„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად ანახლებს.
დღეს გავრცელებულ მონაცემებში 6 ახალი შემთხვევაა მითითებული, ჯამში კი ჩამოთვლილია 46 დარღვევა. გთავაზობთ მათ ნაწილს:
13 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
13 ოქტომბერი: პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციურ სუბიექტად აღიარების გამო სასამართლომ, კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა.
13 ოქტომბერი: „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის მიმართ შესაძლო მძიმე დანაშაულის მცდელობა სოფელ ქსანში.
12 ოქტომბერი: ვაკის პარკში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის აუცილებელი აპარატურა არ შეატანინეს.
11 ოქტომბერი: კომპანია RMG-ის თანამშრომელი აცხადებს, რომ კომპანია მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებს.
11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს.
11 ოქტომბერი: დეზინფორმაციის კამპანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ.