„არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი [ანა ლიურმანი], ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ამ ტიპის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს“.
„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივო კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ“, - განაცხადა კალაძემ.