გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13-10-2024, 21:48 - 2024
582
       

"14 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, მეწყრული პროცესების გააქტიურება", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება  წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები