მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ქართველმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა კანონით აიკრძალება და მისი წევრები უმკაცრესად დაისჯებიან.
„26 ოქტომბერს ჩვენი დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა ივანიშვილმა.