გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ სიტყვასიტყვით გაიმეორა საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენული ლუგანსკის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ისევე, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გააკეთა.
როგორც კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა სიტყვასიტყვით დააკოპირა გადაწყვეტილება.
„სიტყვასიტყვით დააკოპირეთ. არანაირი კრეატიულობა“, - განაცხადა კისლიცამ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინა ორივე დოკუმენტი, რომელშიც ანალოგიური ტექსტები ხაზგასმულია.
ამის შემდეგ მას გამოეხმაურა უკრაინელი დიპლომატი და თქვა - „ქსეროქსი კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი? ეს ღია კითხვაა“.