საინფორმაციო სააგენტო ,,პუბლიკას" ცნობით, პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
უკვე 40 დღეა, რაც სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს, მათი ნაწილი შიმშილობს, ხოლო მოშიმშილეთაგან ხუთს პირი აქვს ამოკერილი.
ცნობისთვის, შუქრუთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ადეკვატური კომპენსაციების გაცემას ითხოვს. პროტესტი უკვე 200 დღეზე მეტია გრძელდება.