შსს მინისტრის მოადგილე: ყველა საარჩევნო უბანზე მაქსიმალური საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული

შსს მინისტრის მოადგილე: ყველა საარჩევნო უბანზე მაქსიმალური საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული

9-10-2024, 12:29 - 2024
607
       

„ყველა საარჩევნო უბანზე მაქსიმალური საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, სამართალდამცავები საარჩევნო უბნებზე იმ რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი, რაც არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვისაა აუცილებელი.

„კონკრეტული უბნების, მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად საჭირო საპოლიციო ძალებით ვიქნებით თითოეულ უბანზე წარმოდგენილი. ზოგან მეტი რაოდენობა იქნება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ზოგან - ნაკლები. თუმცა, პოლიცია ყველა საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით, რაც მთავარი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. პოლიცია საარჩევნო უბნების შიგნით არ შედის, მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. საარჩევნო უბანში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, როცა უბნის თავმჯდომარე პოლიციას იძახებს და დახმარებას სთხოვს. მიმდებარე ტერიტორიაზეც იმ შემთხვევაში რეაგირებს, თუკი, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული დანაწესი ან საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა“, - განაცხადა დარახველიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები