თინა ბოკუჩავა: ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს

თინა ბოკუჩავა: ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს

8-10-2024, 18:35 - 2024
735
       

„ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება“, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.


როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ წინმსწრებად გადადგმულ ნაბიჯებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საკითხებზე მსჯელობა დაიწყონ.

„ამ შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ისევე მყარად სწამს, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ, დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის - კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმას, რომ მან უკვე გადადგა წინმსწრები ნაბიჯები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ ამ საკითხებზე მსჯელობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები