ბორჯომი-თბილისის გზაზე მანქანა 10 წლის ბავშვს დაეჯახა

ბორჯომი-თბილისის გზაზე მანქანა 10 წლის ბავშვს დაეჯახა

8-10-2024, 15:06 - 2024
635
       

ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა. 


ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. 

დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

მათივე ცნობით, პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები