კალაძე დასანქცირებაზე: ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ თქვენ

კალაძე დასანქცირებაზე: ჩემს ფინანსებზე არ ინერვიულოთ თქვენ

30-09-2024, 13:34 - 2024
770
       

„არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ემუქრება თუ არა კალაძის ევროპულ ბანკებში განთავსებულ ქონებას საფრთხე.

„არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები