კალაძე: ლავროვის განცხადებას პოზიტიურად შევაფასებ

კალაძე: ლავროვის განცხადებას პოზიტიურად შევაფასებ

30-09-2024, 13:27 - 2024
759
       

„ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.


მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე საუბრისას განმარტა, რომ ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.

„ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა შერიგება მოხდეს და ურთიერთპატიება, სხვანაირად შეუძლებელია. ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა დავიბრუნოთ. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ლავროვის მხრიდან, რომ ხელს შეუწყობს შერიგების პროცესს, ცუდი რა არის ამაში?! პოზიტიურია, რომ ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს იმ დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი. დესტრუქციულმა, რადიკალურმა ბოროტმა ძალამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ბოროტების მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნა თავისი პატრონებთან ერთად, მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენც უნდა გავაკეთოთ ანალიზი.

ჩვენც გვაქვს ჩვენი შეცდომები დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთშერიგებით ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც ურთიერთპატიებას შეიცავს, თანაცხოვრება მოვახდინოთ, ტერიტორიების გამთლიანება. ეს გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით და ძალით, როგორც რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია თავის პატრონებთან ერთად. ივანიშვილის განმარტებას გახსოვთ რა სპეკულაციები მოჰყვა, ეს არის ბოროტი ძალა, მოღალატეები, რომლებმაც ქვეყანას ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დააკარგვინეს. მშვიდობიანი მოსახლეობა დაგვეღუპა, ლტოლვილი მოსახლეობა მივიღეთ. არ გაქვთ წაკითხული ტალიავინის დასკვნა, მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი, თქვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ეს ხართ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და რადიკალები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას! თქვენ ხალხი 26 ოქტომბერს შესაბამის ადგილს მოგიჩენთ, პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ აუცილებლად“, - აღნიშნა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები